04:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-31 17:11:20, 1418 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი კრივი-რიჰზე - ეს უკვე ერთგვარი ყოველდღიური გენოციდური რეალობაა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის სამხედრო ძალების მიერ კრივი-რიჰზე მიტანილ საჰაერო იერიშს გამოეხმაურა.

როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმები ყოველდღიურ გენოციდურ რეალობად გადაიქცა.

პოდოლიაკმა დასძინა, რომ საერთაშორისო სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს.

"ეს უკვე ერთგვარი ყოველდღიური გენოციდური რეალობაა. კრივი-რიჰში რუსულმა რაკეტამ კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა. 53 ადამიანი დაშავდა, 4 დაიღუპა, მათ შორის 45 წლის ქალი და მისი 10 წლის ქალიშვილი. საერთაშორისო სამართალი არასოდეს იმუშავებს, თუ აგრესორი მის უკან რეალურ ძალას ვერ დაინახავს. ძალა სწორედ უკრაინის ცის დახურვა, რაკეტსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის სისტემებია", - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, რუსეთმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ერთი რაკეტა ოთხსართულიან სასწავლო დაწესებულებას მოხვდა, მეორე კი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, შედეგად ორივე შენობა ნაწილობრივ დაინგრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics