00:55 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 23:34:13, 1264 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა დნიპროში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა

დნიპროში ტერორისტულმა სახელმწიფომ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსანდრე ბაკუმოვი ავრცელებს.

ბაკუმოვის თქმით, აღნიშნული ქმედება ომის დანაშაული, ომის კანონებისა და ჩვეულებების "თავხედური დარღვევაა".

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

"დნიპრო. ტერორისტულმა სახელმწიფომ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე. სამაშველო სამსახურებმა სწრაფად დაიწყეს მუშაობა ხალხის გადასარჩენად და შედეგების აღმოსაფხვრელად. ეს არის ომის დანაშაული, ომის კანონებისა და ჩვეულებების თავხედური დარღვევა. ომის დამნაშავეები დაისჯებიან“, - წერს დეპუტატი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics