|
2023-07-26 14:54:05, 971 ნახვა
საზოგადოება
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 5 635-მა მოქალაქემ მიიღო
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 5 635-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან 3 071 საქართველოს ყოფილი მოქალაქეა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ სადეპუტატო კითხვის პასუხშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს მიანიჭა. მათგან 2 530 წარმოშობით საქართველოდანაა, 23 - საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია, ხოლო 11 - წარმატებული პირია სპორტის, მეცნიერების ან ხელოვნების სფეროში და საქართველოს სახელით მოღვაწეობა სურს. დოკუმენტის მიხედვითვე, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით 5 პირს, გამარტივებული წესით - 15 პირს, ხოლო სპეციალური წესით 8 პირს მიენიჭა. "ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა 3 071 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, მათ შორის: საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების გამოყენების საფუძველზე - 3 034 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს. აღნიშნული პირების მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს",- ვკითხულობთ დოკუმენტში. ცნობისთვის, სადეპუტატო კითხვით პრეზიდენტის ადმინისტრაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა მიმართა.
NYT: OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა აშშ-ის მთავრობის ვებსაიტებს კომპანიას ინფორმირების გარეშე შეუტიეს
ტრამპმა გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის რუკა, რომელსაც „ტრამპის სრუტე“ უწოდა
სენატორთა ჯგუფმა ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს პუტინის მოწვევა G20-ის სამიტზე
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)