|
2023-07-23 18:26:08, 1556 ნახვა
საზოგადოება
მეუფე იაკობი - მივმართავ EU-სა და ევროპარლამენტს, თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ - ვადებს გვიწესებთ, რომ რევოლუცია მომიხდინოთ?
მინდა, მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ, როგორ გვექცევით, რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას?- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო. „ჩაიწერა ჩვენთან კონსტიტუციაში, თუმცა, ვფიქრობ, არ უნდა ჩაეწერათ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას, ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ და რის გამო? 12 დავალებას რომ გვაძლევთ, თქვენი ბავშვები ვინ არიან? თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და აღვასრულებთ. ვადებს რატომ გვიწესებთ? შემოდგომაზე იმიტომ მიწესებ, რომ კიდევ რევოლუცია მომიხდინო? ეკლესია და ხალხი ძალიან ძლიერი ვართ. ჩვენ 2012 წელს, პატრიარქი და პირადად მე ორჯერ შევხდით ამერიკელებს, ერთხელ მათ ტერიტორიაზე, ერთხელ ჩვენთან მოვიდნენ. პატრიარქმაც და მეც ასეთი რამ ვუთხარით, არცერთ ლიდერს არ დაუჭიროთ მხარი, ქართველ ხალხს დაუჭირეთო. დღეს ქართველი ხალხი ითხოვს მშვიდობიან ცხოვრებას, ეკონომიკის განვითარებას. ევროკავშირს მივმართავ, თუ ჩემი პარტნიორი ხარ, თუ არ მეხმარები, როგორც უკრაინას ეხმარება დღეს ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი განვითარებაში, ეკონომიკის ზრდაში. ის ომი მორჩება, მსოფლიოც გადანაწილდება და ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან, დასავლეთი იქნება თუ ავტორიტარული ქვეყანა, ყველასთან წესიერი ურთიერთობა გვჭირდება. პატარა ქვეყანა ვართ, არავინ გვეხმარება. შემოდგომა მოდის და ტყუილად ნუ მოემზადებით რაღაცისთვის. არახამიამ და იქაურმა მმართველობამ თავიანთ საქმეს მიხედონ. ომში გაიმარჯვეს და ეგ არის? თავიანთ საქმეს მიხედონ, ქართველები ჩვენს საქმეს მივხედავთ",- განაცხადა მეუფე იაკობმა.
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)