|
2023-07-12 14:48:15, 956 ნახვა
ეკონომიკა
ქვრივიშვილი - ჩვენ შევძელით და სრულად აღვადგინეთ მგზავრთნაკადი საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე შიდა აეროპორტებში
2023 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებმა, 2,500 000-მდე მგზავრს უმასპინძლა, შესაბამისად, იანვარ-ივნისში, მათი მგზავრთნაკადის მონაცემები პანდემიამდელ ნიშნულს გაუთანაბრდა,- აღნიშნულის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ქვეყნის აეროპორტებში არსებული პოზიტიური დინამიკა ამ კუთხით მთავრობის სწორი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შედეგია. „ჩვენ შევძელით და საქართველოს აეროპორტებში სრულად აღვადგინეთ მგზავრთნაკადი - თუ მას 2019 წლის მონაცემებს შევადარებთ. დღესდღეობთ ჩვენ გვყავს 50-მდე საერთაშორისო პარტნიორი ავიაკომპანია, რომლებიც 60-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს, იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება საერთაშორისო მგზავრებისთვის, ტურისტებისთვის", - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. რაც შეეხება ნახევარი წლის მონაცემებს კონკრეტული აეროპორტების მიხედვით: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 566 251 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს შეადგენს. ამასთან, აეროპორტი 84%-ით დაუბრუნდა 2019 წლის პირველ ექვს თვეში დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს. ანალოგიურად, პოზიტიური სურათია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტატისტიკაშიც - გადაყვანილ იქნა 667 305 მგზავრი, ზრდა 2022 წლის ორი კვარტლის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 103%-ს შეადგენს. ამასთან, იანვარ-ივნისში მიღებულ მგზავრთა მაჩვენებელი 83%-ით აღემატება 2019 წლის პირველ ექვს თვეში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს რაც შეეხება, ის 236 444 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 9%-ია, ხოლო 2019 წლის პირველ ექვს თვესთან მიმართებაში აღდგენა 96%-ს შეადგენს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა არამარტო საერთაშორისო, არამედ ქვეყნის ადგილობრივი დანიშნულების - მესტიის, ამბროლაურის და ნატახტარის აეროპორტებშიც. „როგორც საერთაშორისო, ისე შიდა, ადგილობრივი აეროპორტების მგზავრთნაკადის ზრდა-გაუმჯობესების კუთხით არსებული ვითარება, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ქვეყანაში საავიაციო ინდუსტრიის, ისევე, როგორც ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას", - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)