15:33 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 12:37:55, 1648 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ლიზინგი“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის გამარჯვებულია

"თიბისი ლიზინგმა" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში გამარჯვა. აღნიშნულის მიზეზი 15 მილიონი ლარის მწვანე საჯარო ობლიგაციების წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის პირველი ეროვნული ვალუტაში დენომინირებული მწვანე საჯარო ობლიგაციების გამოშვებაა. აღნიშნული ემისია "თიბისი კაპიტალის" მხარდაჭერით განხორციელდა.

ემისიის ფარგლებში, "თიბისი ლიზინგმა", საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Group-ისგან მიიღო მეორე მხარის მოსაზრება კომპანიის მწვანე ობლიგაციების ჩარჩოსთან დაკავშირებით. მეორე მხარის მოსაზრების თანახმად, "თიბისი ლიზინგის" მწვანე ობლიგაციების ჩარჩოსთან სრულ შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების ასოციაციის (ICMA) მიერ შემუშავებულ მწვანე ობლიგაციების პრინციპებთან (GBP). 

კომპანია ობლიიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად ევროკავშირისაგან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას მიიღებს. მხარდაჭერის მექანიზმს უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ახორციელებს პროგრამის კონტრაქტორებთან - Galt & Taggart-სა და BDO Georgia-თან ერთად.

"თიბისი ლიზინგის" მიერ განხორციელებული ტრანზაქცია შეესაბამება პროგრამის ფართო სტრატეგიულ მიზნებს, რაც გულისხმობს საქართველოში კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების და ღირებულებების მხარდაჭერას.

ფასიან ქაღალდს აქვს 3 წლიანი ვადა და ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი არის თბილისის ბანკთაშორის განაკვეთი პლუს 2.75% მარჟა.

„მოხარული ვარ, რომ "თიბისი ლიზინგი" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამიდან დახმარებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ პროგრამა ხელს შეუწყობს ქვეყანაში მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას და გაზრდის ქვეყანაში მდგრადი დაფინანსების ხელმისაწვდომობას.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს ქართული ლიზინგის სექტორის განვითარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პროგრამის დონორებსა და მხარდამჭერებს - ევროკავშირს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), Galt & Taggart-სა და BDO Georgia-ს“, - აცხადებს ნუგზარ ლოლაძე, "თიბისი ლიზინგის" მთავარი ფინანსური დირექტორი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics