|
2023-06-30 16:52:49, 944 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიცია ინტელექტუალურად არ არის მომზადებული, რომ ჩაერთოს რამე ტიპის საგნობრივ დებატებში, ამიტომ არ დაუსვამთ პრაქტიკულად არც ერთი რეალური შეკითხვა
ოპოზიცია ინტელექტუალურად არ არის მომზადებული, რომ ჩაერთოს რაიმე ტიპის საგნობრივ დებატებში, ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებთ ქვეყნის განვითარება, ამიტომ არ დაუსვამთ პრაქტიკულად არც ერთი რეალური შეკითხვა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა წარადგინა დეტალური ანგარიში იმის შესახებ, თუ რა მიმართულებებით როგორ ვითარდება ქვეყანა, როგორი იყო განვითარების ტენდენციები გასული წლის განმავლობაში. „ეს ანგარიში შეეხებოდა აბსოლუტურად ყველა სფეროს - როგორც ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკას, ტურიზმს და ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვან საკითხებს, ასევე საგარეო პოლიტიკას, თავდაცვას, უსაფრთხოებას, ჯანდაცვის და სოციალურ თემებს, განათლებას, კულტურას, სპორტს, იყო ყველა მნიშვნელოვანი თემა დაფარული იმ მოხსენებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა, შესაბამისად, საზოგადოებას მიეწოდა სრულფასოვანი ინფორმაცია, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ოპოზიციას ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით პარლამენტში პრემიერ-მინისტრისთვის კითხვები არ დაუსვამს. „დღეს ვინიშნავდი, მაინტერესებდა, რაიმე კითხვას დასვამდნენ თუ არა ისინი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. პრემიერის ყოველწლიური ანგარიში იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, კითხვები დასვა ქვეყნის განვითარების თაობაზე და ამასთან დაკავშირებით მიიღო პასუხი. პატარა სტატისტიკა ვაწარმოე სხდომის დროს და ოპოზიციის მხრიდან ეკონომიკასთან დაკავშირებით დაისვა ზუსტად ნოლი შეკითხვა, ენერგეტიკა - ნოლი შეკითხვა, რეგიონული განვითარება - ნოლი შეკითხვა, სოფლის მეურნეობის საკითხები - ნოლი შეკითხვა, ტურიზმი - ნოლი შეკითხვა, ჯანდაცვა - ნოლი შეკითხვა, სოციალური დაცვა, სოციალური დახმარების საკითხები - ნოლი შეკითხვა, განათლება - ნოლი შეკითხვა, კულტურა - ნოლი შეკითხვა, სპორტი - ნოლი შეკითხვა. ოპოზიციის მხრიდან სულ საგნობრივი შეკითხვა დაისვა ინფრასტრუქტურაზე - ორი, საგარეო თემებზე დაისვა სამი უხარისხო შეკითხვა და თავდაცვაზე დაისვა ერთი უხარისხო შეკითხვა. ეს არის ოპოზიციის სტატისტიკა, რაც აჩვენებს, რომ სინამდვილეში არც ინტელექტუალურად არ არის მომზადებული ოპოზიცია, რომ ჩაერთოს რაიმე ტიპის საგნობრივ დებატებში და საერთოდ არ აინტერესებთ ამ ადამიანებს ქვეყნის განვითარება. ამიტომ არ დაუსვამთ პრაქტიკულად არც ერთი რეალური შეკითხვა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)