|
2023-06-30 16:43:07, 966 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - შუღლის გაღვივება გახდა სამოქალაქო აქტივიზმი - არც ფიზიკური ძალადობაა სამოქალაქო აქტივიზმი და არც შუღლის გაღვივების სხვა ფორმები
თავის თავში ჩაიხედოს, სხვას რომ აბრალებს, რა შუაშია ხელისუფლება? იქნებ, მისი გინების ბრალია ის, რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა. რატომ იშვერს ხელს ხელისუფლებისკენ, როდესაც კონკრეტულ ადამიანებს აგინებდა, იქნებ ეს იყო მიზეზი. მის მიმართ კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით, ხომ არის უკვე პირი აყვანილი? დამთავრებული ამბავია, ამიტომ, აქედან ჩანს, რომ ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული თავდასხმის საქმეში სახელმწიფო სტრუქტურების შესაძლო კავშირის შესახებ დასმულ შეკითხვას. კობახიძის განცხადებით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ შუღლის გაღვივების არც ერთი ფორმა სამოქალაქო აქტივიზმი არ არის. მან ასევე აღნიშნა, რომ მშვილდაძე როდესაც ხელისუფლებას ადანაშაულებს, მას პოლიტიკური მიზანი აქვს და პოლარიზაციას აღვივებს. „კაცი, რომელიც დედას იგინება ყოველი ფეხის ნაბიჯზე, იღებს მერე ამაზე პასუხს, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს მგონი პირველ რიგში. რა თქმა უნდა, მას აქვს პოლიტიკური მიზანი, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს და საკუთარ გულში ჩაიხედოს, როცა შეურაცხყოფას აყენებდა უამრავ ადამიანს თავის გარშემო. ისიც არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამღვივებელი ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველამ იცის. ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ აღვივებენ შუღლს ამ ქვეყენაში, იგივე მშვილდაძე ნუ აღვივებს შუღლს ამ ქვეყანაში, სხვებიც. შუღლის გაღვივება გახდა სამოქალაქო აქტივიზმი ამ ქვეყანაში, არ არის ეს სამოქალაქო აქტივიზმი და ყველამ შეიგნოს ეს - არც ფიზიკური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი და არც შუღლის გაღვივების სხვა მცდელობა, სხვა ფორმები. არც მიშა მშვილდაძე არ არის სამოქალაქო აქტივისტი და არც ის, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. ზოგადად, არც ფიზიკური და ვერბალური ძალადობა, რასაც ეწეოდნენ მშვილდაძე თუ ის ადამიანი, რომლმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არც ერთი და არც მეორე არ არის სამოქალაქო აქტივიზმი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)