00:28 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 23:57:46, 1302 ნახვა

მსოფლიო
მეცოლა - ევროპარლამენტის პოზიცია ნათელია, უკრაინისთვის წევრობის შესახებ მოლაპარაკებები წელსვე უნდა გაიხსნას

ევროპარლამენტის პოზიცია ნათელია, უკრაინისთვის წევრობის შესახებ მოლაპარაკებები წელსვე უნდა გაიხსნას, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.

მისივე თქმით, დეკემბრის სამიტი სავარაუდოდ ის დროა, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება. 

„მე პრეზიდენტებთან და პრემიერებთან შეხვედრისას განვაცხადე, რომ ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, თუ ველოდებით გაფართოების პაკეტის მონაწილე ქვეყნების ან იმ სახელმწიფოების მიერ რეფორმების გატარებას, ვინც წევრობის სურვილი გამოთქვა და კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზეა, მაშინ ასევე მზად უნდა ვიყოთ ჩვენი რეფორმირებაც მოვახდინოთ. მე ამ თემაზე საუბრით დავასრულე გამოსვლა დარბაზში და მოვუწოდე პრემიერებს, პრეზიდენტებს, რაც შეიძლება სწრაფი საპასუხო რეაგირება ჰქონდეთ ევროპარლამენტის შემადგენლობაზე. რადგან თუ ევროპარლამენტში ადგილები უნდა გაიზარდოს, ეს ნიშნავს ნაციონალური საარჩევნო კანონმდებლობის დონეზე ცვლილებსაც. ამას სჭირდება დრო და გეგმა ქვეყნების და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდანაც“, - განაცხადა მეცოლამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics