14:06 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 14:48:35, 781 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილი - ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით

ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო'ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის ვიზიტის შეფასებისას.

როგორც ხუციშვილმა განაცხადა, ვიზიტის შედეგებით, სანქციებთან დაკავშირებით ერთი წლის განმავლობაში "ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ყველა ბრალდებას გაეცა შესაბამისი პასუხი".

„დასრულდა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორების ვიზიტი საქართველოში. ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, როგორც ჩვენი პარტნიორების, ისე საქართველოსთვის. ცხადად იქნა შეჯერებული პოზიცია, რომ ჩვენ შორის არ არსებობს არცერთი საკითხი, რომელზეც შესაძლებელია იყოს აზრთა სხვადასხვაობა, განსხვავება პოზიციებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალიან დიდ სამუშაოს სანქციებთან მიმართებით და ასევე, მიღებულ შედეგებს, რომლითაც საქართველო ნამდვილად გამორჩეულია მსოფლიოში. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთეთ ძალიან ბევრი განცხადება, იმ ყალბი ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც ხშირად ვრცელდებოდა პრესაში და სხვადასხვა პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ. ყველა ამ ბრალდებას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიზიტის ფარგლებში გაეცა შესაბამისი პასუხი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ავთანდილ დავითაძე - ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ ოცნების უფლებებს იცავს
TI: იბეროილმა უკონკურენტო აუქციონზე 1800 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, 3 დღეში კი კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 160 000 ლარი შესწირა
რუმინეთმა უკრაინის საზღვარზე საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო F-18 გამანადგურებლები აფრინდა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics