|
2023-06-29 12:32:55, 885 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისისთან“ პარტნიორობით ბათუმში თანამედროვე სტანდარტების ვეტერინალური კლინიკა გაიხსნა
გიორგი ჩხაიძემ და თემურ მახარაძემ ბათუმში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ვეტერინალური კლინიკა „ჩემი მეგობარი“ გახსნეს, სადაც მაღალი ხარისხის მომსახურეობას უწევენ ოთხფეხა მეგობრებს. ბიზნესი 3 წლის წინ, პანდემიის პერიოდში, სპონტანურად, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე წამოიწყეს და ახლა უკვე „ჩემი მეგობარი“ ბათუმში 4 ობიექტითაა წარმოდგენილი. კლინიკის თანადამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს: „ჩვენი დაინტერესება ვეტერინარიით ერთ კონკრეტულ შემთხვევას უკავშირდება. ვმუშაობდით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრში, მე გახლდით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თემო დირექტორი. ერთხელ, უცხოეთიდან დაბრუნებულებს თანამშრომლებმა საჩუქრად ორი ლაბრადორის ლეკვი დაგვახვედრეს. დავიწყეთ ფიქრი, რა უნდა გვექნა ორივესთვის, გაჩნდა გარკვეული საჭიროებები, რომელთა შესაბამისი მომსახურება ჩვენს ქალაქში არ იყო. მინიმალური საწყისი კაპიტალით და ერთი პატარა კაბინეტით დავიწყეთ, სადაც ხარისხიან მომსახურებას ვუწევდით მომხმარებლებს. წელს კი "თიბისის" მხარდაჭერით, გავხსენით კლინიკა და სამი მაღაზია, სადაც შეიძლება შინაური ცხოველისთვის საჭირო საკვები, წამლები თუ სხვადასხვა აქსესუარები შეიძინოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შევძელით ისეთი სამედიცინო ტექნიკის შემოტანა, როგორიც აქამდე ბათუმში არ ყოფილა ხელმისაწვდომი, რენტგენის აპარატით დაწყებული დამთავრებული ექოსკოპიის, ანესთეზიის და ხელოვნური სუნთქვის აპარატებით. ასე იქცა ეს პატარა ვეტერინალური მომსახურების კაბინეტი მაღალტექნოლოგიურ ცენტრად, სადაც დასაქმებულია 20-მდე ადამიანი, რომლებიც სიყვარულით ემსახურებიან ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. პირადად მე შევიცვალე პროფესია და შევისწავლე ანესთეზიოლოგია და დღეს უკვე ანესთეზიოლოგად ვმუშაობ. გვყავს ძალიან გამოცდილი ვეტერინარი და ქირურგი ირაკლი თეჯოიანი, რომელთან ერთადაც ვაპირებთ, საქართველოში პირველად, დავნერგოთ კატარაქტის ოპერაცია. ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას მიუსაფარი ცხოველებისადმი, შეფარებული გვყავს რამდენიმე მათგანი და კასტრაცია-სტერილიზაციის ოპერაციებს უსასყიდლოდ ვუტარებთ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)