16:36 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-25 12:49:12, 916 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - განცხადებები, რაც კეთდებოდა გუშინ, მიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა

რთულია შეფასება, რა მოხდა გუშინ. წინასწარ განზრახული იყო, დაგეგმილი იყო, თუ შემთხვევითობა იყო,- ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის ფედრაციაში განვითარებულ მოვლენებს.

კალაძის თქმით,  ბევრი არასწორი მოსაზრება გავრცელდა. 

„ძალიან რთულია შეფასება, რა იხარშებოდა გუშინ კრემლში. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრი სასაცილო და უაზრო შეფასება მოვისმინეთ პოლიტიკოსებისა და კონკრეტული ე.წ. ექსპერტების მხრიდან. რთულია შეფასება, რა მოხდა გუშინ. წინასწარ განზრახული იყო, დაგეგმილი იყო, თუ შემთხვევითობა იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერის თქმით, ამ პროცესის პარალელურად საქართველოში კეთდებოდა ქვეყნის ინტერესის საწინააღმდეგო განცხადებები. 

„განცხადებები, რაც კეთდებოდა მთელი დღის განმავლობაში - ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - ეს დამოკიდებულება, ეს მოწოდებები. ეს ადამიანები მიზანმიმართულად აკეთებენ ამას, შეცდომებს უშვებენ - მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. თითოეულმა პოლიტიკოსმა, პოლიტიკურმა პარტიამ და ზოგადად, ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა უნდა იზრუნოს ქვეყანაზე, ქვეყნის ინტერესებზე. დამაზიანებელია ის დამოკიდებულება, რაც თუნდაც გუშინ ვიხილეთ. რა სტატუსებს წერდნენ, რა მოწოდებები იყო, ზოგი დაპირისპირებისკენ მოუწოდებდა, რომ თურმე ახლა იყო შანსი, რომ ხელისუფლება ჩამოემხოთ, ვიღაც ომისკენ მოგვიწოდებდა,  ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და დამოკიდებულება, ეს არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა და ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics