|
2023-06-24 13:14:45, 745 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - სამწუხაროა, რომ ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეზიდენტის სტატუსი ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციას
ვალდებული ვართ სათანადოდ შევაფასოთ პრეზიდენტის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებისკენ. ამას ის ვერ შეძლებს და ვერც მისი პატრონები შეძლებენ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეზიდენტის სტატუსი ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციას“- ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს. კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ წავიდა. მისივე თქმით, პრეზიდენტს აქვს კონკრეტული ვალდებულებები კონკრეტული სუბიექტების მიმართ და სამწუხაროდ ეს ვალდებულებები შეასრულა. „პრეზიდენტმა გადადგა ნაბიჯი საზოგადოების წინააღმდეგ. მას თავის დროზე, ადამიანებმა მხარი დაუჭირეს იმისთვის, რომ არ გადაედგა ნაბიჯები სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. პირველ რიგში, ის დაუპირისპირდა სწორედ იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას დაუჭირა მხარი, თორემ მას მანამდეც არ უჭერდნენ მხარს ის ადამიანები, რომლებიც ემხრობოდნენ გვარამიას შეფასებებს მის მიმართ, რომელიც რეზიდენტს ეძახდა პირდაპირ სალომე ზურაბიშვილს. პრეზიდენტი პირდაპირ წავიდა საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ, მან შეასრულა დავალება. თქვენ ნახეთ მისი გამომეტყველება და მისი ხმა, როდესაც აცხადებდა ამ გადაწყვეტილებას, მას ჰქონდა ძალიან დიდი დისკომფორტი იმიტომ, რომ მოუწია საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წინააღმდეგ წასვლა. დეტალებში აღარ შევალ, მას აქვს კონკრეტული ვალდებულებები კონკრეტული სუბიექტების მიმართ და სამწუხაროდ შეასრულა ვალდებულებები“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)