|
2023-06-24 12:52:36, 876 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დასტურდება, რომ „კრედიტ სვისი“ მოქმედებდა თავხედურად, შეუზღუდა წვდომა საკუთარ ანგარიშზე ივანიშვილს, მოპარა თანხები პირდაპირ ანგარიშიდან
ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ, მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ ინტერესთან, რომელიც არის სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს არის მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დასტურდება, რომ „კრედიტ სვისი“ მოქმედებდა თავხედურად, ყოველგვარი საფუძვლის, დასაბუთების გარეშე შეუზღუდა წვდომა საკუთარ ანგარიშზე ბიძინა ივანიშვილს, მოპარა თანხები პირდაპირ ანგარიშიდან. მისივე თქმით, ეს დაწყებულია 2008 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოვეგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ და ამის აღიარება იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ყველაფრის უკან იდგა და დღემდე დგას ის მანკიერი პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც სამწუხაროდ ამოქმედებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. "ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ, მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რომლებიც ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და იმ ინტერესთან რომელიც არის სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მიმართ ეს არის მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად. როცა საქმე ეხება სასამართლო პროცესებს, იქ მოსამართლეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. ადამიანს უბრალოდ არ აქვს წვდომა საკუთარ ანგარიშზე, რაც წარმოუდგენელი მოვლენაა, საქმე ეხება მსოფლიოში ერთერთ ყველაზე მსხვილ ბანკს, „კრედიტ სვისს“, აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რასთან არის დაკავშირებული ის თავხედური ქმედება, რომელსაც ახორციელებს „კრედიტ სვისი“ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. დასტურდება, რომ „კრედიტ სვისი“ მოქმედებდა თავხედურად, ელემენტარულად, ყოველგვარი საფუძვლის, დასაბუთების გარეშე შეუზღუდა წვდომა საკუთარ ანგარიშზე ბიძინა ივანიშვილს, მოპარა თანხები პირდაპირ ანგარიშიდან და ეს დაწყებულია 2008 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა უარი მიხეილ სააკაშვილს, საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ამის შემდეგ იწყება მისი ანგარიშის ძარცვა, 2008 წლიდან. ამას აკეთებს „კრედიტ სვისი“ თავხედურად და ამის აღიარება იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან იდგა და დღემდე დგას ის მანკიერი პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც სამწუხაროდ ამოქმედებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
ვარშავაში ეუთოს კონფერენციაზე საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ კვლევა წარმოადგინეს
სატვირთო მანქანების სომეხი მძღოლები, რომლებსაც კონიაკი გადაჰქონდათ, დაახლოებით ერთი თვეა ლარსზე იმყოფებიან: რუსული მხარე ექსპერტის შეფასებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)