02:05 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-23 23:52:04, 1276 ნახვა

მსოფლიო
პუტინი ინფორმირებულია პრიგოჟინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და საჭირო ზომებს იღებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ინფორმირებულია „პრიგოჟინის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე“ 

რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის დიმიტრი პესკოვის შემდეგი ლაკონური კომენტარი:

„პრეზიდენტი პუტინი ინფორმირებულია პრიგოჟინის ირგვლივ ყველა მოვლენის შესახებ. მიიღება აუცილებელი ზომები". - აცხადებს კრემლის პრეს-სპიკერი დიმიტრი პესკოვი.

კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 

როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად "ვაგნერის" რიგები ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

ევგენი პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ როსტოვში ჩავიდა "ვაგნერიტებზე" დარტყმისთვის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას "საინფორმაციო პროვოკაცია" უწოდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics