|
2023-06-23 19:14:28, 1096 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში წარადგინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტის წევრებს საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის ბოლო დროინდელი მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკანასკნელ წლებში ქართული საექსპორტო პროდუქციის სტიმულირებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, მთავრობის მხრიდან საგარეო სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადაიდგა, რომელთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებად გენადი არველაძე ქვეყნებთან სავაჭრო რეჟიმების განვითარებას მიიჩნევს, რასაც, მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემებიც ასახავს. „2022 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა და მისი ორივე კომპონენტი რეკორდული მაჩვენებლით განისაზღვრა - ბრუნვა გაზრდილია 34%-ით და 19 185 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. აქედან, ექსპორტი გაზრდილია 32%-ით და მისი რაოდენობა 5 593 მლნ. აშშ დოლარია" - აღნიშნა არველაძემ. მისივე ინფორმაციით, 2014 წლამდე ქართული წარმოშობის პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადიოდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებში და თურქეთში, ხოლო 2014 წელს, საქართველოს მიერ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ვაჭრობის რეჟიმების განვითარების კუთხით გადადგმულ პირველ წარმატებულ მაგალითს - ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებას მოჰყვა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), ჩინეთთან, ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონთან - ჰონკონგთან და გაერთიანებულ სამეფოსთან. ასევე წარმატებით დასრულდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)