|
2026-11-17 15:31:20, 257 ნახვა
პოლიტიკა
ნადარაია კვლავ გაკაპასდა - მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი
საკონსტიტუციო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმის განხილვისას, კამათი მოჰყვა ტერმინს „რუსული კანონი“, რომლითაც საზოგადოების ნაწილი და ხელისუფლების ოპონენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მოიხსენიებენ. 17 ნოემბრის სხდომაზე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ თქვა, რომ 2023 და 2024 წლების საპროტესტო აქციების მიზანი „რუსული კანონის უკან წაღება“ იყო. ამ ფორმულირების გამოყენება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა გააპროტესტა. პროტესტს სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც დაეთანხმა და სიორიძეს მოსთხოვა, კანონი ოფიციალური სახელწოდებით მოეხსენიებინა. „აბსოლუტურად სწორი შენიშვნაა და ვფიქრობ, რომ მე უნდა მიმეცა ამაზე შენიშვნა, სანამ მხარე ამაზე პროტესტს დააყენებდა. მე არ ვიცნობ, მე არ ვიცი, რა არის რუსული კანონი“, - თქვა ნადარაიამ. სიორიძემ საპასუხოდ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე იყენებდა ფორმულირებას „გამჭვირვალობის ქართული კანონი“. მისი თქმით, „ქართული კანონიც“ სამართლებრივი ტერმინი არ არის. „მაშინ მეც ვიტყვი - გამჭვირვალობის რუსული კანონი“, - განაცხადა სიორიძემ. ნადარაიამ მას კვლავ მოუწოდა, კანონის ოფიციალური სახელწოდება გამოეყენებინა, პოლიტიკური შეფასებები კი სასამართლოს გარეთ გაეკეთებინა. „პატივი ეცით სახელმწიფო ინსტიტუტებს, პატივი ეცით სასამართლოს. სასამართლოში ხართ თქვენ და სასამართლოში კანონი უნდა მოიხსენიოთ ისე, როგორც მას ეს ჰქვია“, - თქვა მან. კამათისას სიორიძემ სხდომის თავმჯდომარეს მიმართა: „გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ ბატონი გორდულაძე დასტაბილურდეს“. 17 ნოემბრის სხდომაზე „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ თქვა, რომ 2023 და 2024 წლების საპროტესტო აქციების მიზანი „რუსული კანონის უკან წაღება“ იყო. ამ ფორმულირების გამოყენება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა გააპროტესტა. პროტესტს სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც დაეთანხმა და სიორიძეს მოსთხოვა, კანონი ოფიციალური სახელწოდებით მოეხსენიებინა.
კალაძე საცობებზე - უნდა გვესმოდეს ერთი მარტივი რამ, ქალაქის ქუჩების სივრცე უსასრულო არ არის
დეკანოიძე - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები განსაკუთრებული აგრესიით, ფაქტების უგულებელყოფითა და აშკარა მიკერძოებით განიხილავენ მართლმსაჯულების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს
მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე: ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს
ცვლილებისთვის: ვმუშაობთ სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



