|
2023-06-23 01:01:14, 1082 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - მთავარ არხს გიორგი გაბუნია უხელმძღვანელებს, მთავარი ტელევიზიის სირთულეებიდან გამოყვანაა
"მთავარ არხს უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლა ხელმძღვანელობს, ეს გიორგი გაბუნიაა მისი დირექტორი. ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს, ეს იქნება პირველი რასაც გავაკეთებ.''- განაცხადა ნიკა გვარამიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში. "მე ვაპირებ მივიდე "მთავარ არხში", ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ჩემი ოჯახის შემდეგ, იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ვიმსახურებ. ეს თავისი ქვეყნისთვის გააკეთეს, ამაში ორი აზრი არ არის და ეს მათი იდეაა, რომელსაც ემსახურებიან უკვე დიდი ხანია და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, იმ სირთულეებიდან მთავარი არხის გამოყვანაა, რომელშიც იგი იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ მთავარ არხს ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ახლა ვარ. მთავარი არხი გადარჩა, მან აჩვენა, რომ ის ჩემ გარეშე თავისუფალ ცურვაში მშვენივრად გრძნობს თავს, მე ვიტყოდი, უკეთესად, ვიდრე ჩემს პირობებში. მე გავაკეთებ იმას მთავარი არხისთვის, რაც შეიძლება, სხვას არ შეეძლოს არც მთავარ არხზე, არც არსად, ეს პირველ რიგში ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ მთავარ არხს უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელძღვანელობს - ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი, მე ამ წინადადებით მივმართავ სამეთვალყურეო საბჭოს, პირველი ამას გავაკეთებ... არ ვიცი, ჩემი ურთიერთობა ტელევიზიასთან, როგორც ჟურნალისტის. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული გარდა იმისა, რაც უკვე ვთქვი. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად ცნობიერად და ძალიან დიდი ხნის წინ მივიღე. რაც შეეხება იმას, საერთოდ რას გავაკეთებ, გულწრფელად გეტყვით, ციხეში არანაირი გადაწყვეტილება ამასთან და საერთოდ არაფერთან დაკავშირებით არ მიმიღია. იმიტომ რომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტექსტი, იმის შეგრძნება, რა ხდება სინამდვილეში გარეთ. ერთი წელი გავიდა და ალბათ ბევრი რამ შეიცვალა და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, იმასთან დაკავშირებით, რას გავაკეთებ. მაგრამ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო, "მთავარი არხი" ჩემთვის იყო, არის და დარჩება ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტად ჩემს ცხოვრებაში'', - განაცხადა გათავისუფლების შემდეგ ნიკა გვარამიამ.
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე შესაძლოა 4 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლონ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა რუსეთის მხრიდან საქართველოს, მოლდოვასა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ საფრთხის შესახებ.
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)