02:55 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 14:04:46, 1028 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულმა შეხვედრამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს სი ძინპინისა და ჯო ბაიდენის სამიტს.

სი ძინპინის თქმით, მხარეებმა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებითაც მიაღწიეს შეთანხმებას.

„მხარეებმა მიაღწიეს პროგრესს და შეთანხმდნენ ზოგიერთ კონკრეტულ საკითხზეც. ეს ძალიან კარგია. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემასა და გულწრფელობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტით, ბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ უფრო პოზიტიურ წვლილს შეიტანთ აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სტაბილიზაციაში“, - განაცხადა სი ძინპინმა.

Reuters-ის ცნობითვე, ლიდერებს შორის მოლაპარაკებები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ორდღიანი ვიზიტის დასრულებისას შედგა. ამასთან, ეს ანტონი ბლინკენისა და სი ძინპინის პირველი შეხვედრაა 2018 წლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პეკინში გუშინ 18 ივნისს, ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენმა უკვე გამართა შეხვედრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ცინ განგთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics