2023-06-09 23:57:14, 1061 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ბრალდებებზე - დასამალი არაფერი მქონია და არც ახლა მაქვს, არანაირი დანაშაული არ ყოფილა
საპრეზიდენტო ჩანაწერების შესახებ კანონის თანახმად, მე მაქვს უფლება, გავაკეთო ეს ყველაფერი. არანაირი დანაშაული არ ყოფილა, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისთვის წაყენებულ ბრალდებებს. .
როგორც ტრამპმა აღნიშნა, ჯო ბაიდენს ჩანაწერები წლების განმავლობაში ჰქონდა სრულიად დაუცველი, მოპარულიც კი, როდესაც ის სენატორი იყო, ამასთან ერთად ტრამპმა ბაიდენი დოკუმენტების ჩინეთსა და ბოსტონში, ასევე, მისი ადვოკატის ოფისში გადატანაშიც დაადანაშაულა.
„დასამალი არაფერი მქონია და არც ახლა მაქვს“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე ოფიციალურად წაუყენეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,