|
2023-06-03 15:40:57, 1755 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ ნატოს სამიტზე მკაფიო სიგნალს არ მივიღებთ, ვილნიუსის სამიტზე არაფერი გვესაქმება
თუ ნატოსგან მკაფიო სიგნალს არ მივიღებთ, ვილნიუსის სამიტზე არაფერი გვესაქმება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, კიევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მოისმინოს, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას ომის შემდეგ შეძლებს. "ნატოს ზოგიერთ ქვეყანას იმდენად აშინებს რუსეთი, რომ მზად არ არიან, უკრაინა ბლოკში იხილონ. თუ ჩვენ ვილნიუსში არ დაგვინახავენ და რაიმე სიგნალს არ მოგვცემენ, მე მჯერა, რომ უკრაინას ამ სამიტზე არაფერი ესაქმება. ჩვენ გვესმის, რომ ომის დროს ვერ გავწევრიანდებით ნატოში, ან უსაფრთხოების რომელიმე ძლიერ ბლოკში, მაგრამ მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ვილნიუსის სამიტზე ერთ ფრაზად: "უკრაინა იქნება ნატოში ომის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ეს უსაფრთხო იქნება?",- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)