|
2023-06-03 10:55:18, 1639 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინა მზადაა დაიწყოს კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად
უკრაინა მზადაა დაიწყოს დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად,- აღნისნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, კიევს იმედი აქვს, რომ კონტრშეტევა ომის დინამიკას შეცვლის. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ... სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება. შეიძლება, ვითარება სრულიად განსხვავებული გზით წავიდეს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ამისთვის მზად ვართ“,- განაცხადა ზელენსკიმ. მისისვე თქმით, გასულ თვეში უკრაინა კონტრშეტევის დაწყებას დასავლური ჯავშანტექნიკის ჩამოსვლამდე უნდა დაელოდებინა. ის დასავლეთის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად დიპლომატიურ სწრაფვას ახორციელებდა, ეძებდა უფრო მეტ სამხედრო დახმარებას და იარაღს, რაც უკრაინის გეგმების წარმატების გასაღებია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)