|
2023-06-02 22:31:05, 1778 ნახვა
ომი უკრაინაში
ლუკაშენკო - ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ უკრაინის საკითხი 2014-2015 წლებში არ გადავწყვიტეთ
ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ ეს [უკრაინის] საკითხი არ გადავწყვიტეთ 2014-2015 წლებში, როდესაც უკრაინას არც ჯარი ჰყავდა და არც მზადყოფნა ჰქონდა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალესანდრ ლუკაშენკომ დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების უწყებებისა და სპეციალური სამსახურების ხელმძღვანელთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ის ეთანხმება ვლადიმერ პუტინს იმაში, რომ უკრაინაში ომი მათ არ დაუწყიათ და ეს 2014 წლამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. „ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ალბათ, ჩვენი ერთადერთი შეცდომა იყო ის, რომ ჩვენ ეს საკითხი არ გადავწყვიტეთ 2014-2015 წლებში, როდესაც უკრაინას არც ჯარი ჰყავდა და არც მზადყოფნა ჰქონდა. ყველას სურდა როგორმე მშვიდობიანი გზით მოგვარება და მათ ამ დროის განმავლობაში შექმნეს საბრძოლო მზადყოფნით შეიარაღებული ძალები“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)