|
2023-05-29 16:43:58, 1533 ნახვა
ომი უკრაინაში
იგნატი - რუს ოკუპანტებს იარაღის დეფიციტი ემუქრებათ, ხოლო უკრაინას 50-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს
რუს ოკუპანტებს იარაღის დეფიციტი ემუქრებათ, ხოლო უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პარტნიორების იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული, 50-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს, - ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა ყველა საჰაერო თავდასხმას მოიგერიებს, თუმცა მთავარია, რომ დასავლეთმა დროული დახმარება უზრუნველყოს და მიაწოდოს უკრაინას F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები. "რუს ოკუპანტებს იარაღის დეფიციტი ემუქრებათ, ხოლო უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი პარტნიორების იარაღის მიწოდებაზეა დამოკიდებული, 50-ზე მეტი ქვეყანა უჭერს მხარს. ჩვენ ყველა საჰაერო თავდასხმას მოვიგერიებთ. მთავარია, დროულად მივიღოთ დახმარება დასავლეთისგან და დაველოდოთ F-16-ებს, რომლებიც ომის ტალღის მთლიანად შემობრუნებას შეძლებენ", - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა. ცნობისთვის, რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, 11:00 საათის შემდეგ, დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. 11:20 საათზე კიევის ცენტრი აფეთქებების ხმა გაისმა. საჰაერო განგაში იყო ასევე გამოცხადებული ხარკოვსა და ჩერნიგოვში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიყიდვა დაამტკიცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)