13:21 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 15:51:31, 806 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში, აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

საბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ამჯერად, დიდ დიღომში, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 7 770 კვ. მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. აქამდე ადგილობრივ მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება  უწევდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ.

„პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 184 999 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics