13:20 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 11:35:38, 981 ნახვა

საზოგადოება
ლევან უჯმაჯურიძემ მონაწილეობა კრიოკონსერვაციის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიიღო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ,  ჩეხეთის რესპუბლიკის ქ. პრაღაში გამართულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების ევროპის კოოპერატიული პროგრამის ( ESPGR) კრიოკონსერვაციის სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრაზე გამოსვლისას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის მიმოხილვის პარალელურად ისაუბრა ქვეყანაში მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის არსებულ მდგომარეობაზე, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე, საკანონმდებლო ბაზაზე, ეკოსისტემებში,  ცენტრსა  და სხვა უწყებებში  არსებული ცოცხალი კოლექციების, In vitro კონსერვაციის, ასევე თესლის გენეტიკური ბანკების მდგომარეობაზე, სამომავლო საერთაშორისო თანამშრომლობაზე და სხვა.

„კრიოკონსერვაცია, როგორც მცენარეთა გენეტიკური მასალის შენახვის ფართოდ მიღებული თანამედროვე მეთოდია, რომელიც საშუალებას  იძლევა ხანგრძლივი პერიოდით, უსაფრთხოდ შევინარჩუნოთ საქართველოს იშვიათი რელიქტური და ენდემური  მცენარეთა ბიომრავალფეროვნება, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და იგეგმება ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

„ლევან უჯმაჯურიძემ შეხვედრა ჩეხეთის მცენარეთა გენეტიკური რესურსების სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორთან მიკულას მადარასთან და სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართა, სადაც ყურადღება მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის თანამედროვე მიმართულებებზე, ახალგაზრდა სპეციალისტთა სწავლებაზე, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების, კონფერენციების განხორციელებაზე და ურთიერთთანამშრომლობის  სხვადასხვა მიმართულებებზე გამახვილდა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ცენტრის დირექტორს შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა სხვადასხვა ექსპერიმენტული საცდელი ბაზები მიკროვინიფიკაციის საწარმო, სამეცნიერო ლაბორატორიები თესლის გენეტიკური ბანკი და სხვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics