|
2023-05-17 20:06:59, 1142 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია 5 ოპოზიციონერზე - ეს ქმედება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლებმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის დროს "ქართული ოცნების" კანდიდატების დაუჭირეს მხარი. როგორც ნიკა გვარამია აღნიშნავს, მომხდარი ფაქტი მომხდარი ფაქტი “ზუსტად იმ მორალური კომპრომისების კლიმატის შედეგი და გაგრძელებაა, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, პროდასავლურ ფლანგზე სულ უფრო ხშირად შეიმჩნევა”. მისივე თქმით, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ეს ქმედება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი. “რაც პარლამენტში მოხდა, ზუსტად იმ მორალური კომპრომისების კლიმატის შედეგი და გაგრძელებაა, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, პროდასავლურ ფლანგზე სულ უფრო ხშირად შეიმჩნევა. რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ეს ქმედება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი. (ვინც არ იცის, რომ კორუფცია მარტო ქრთამის აღება არ არის, გაერკვეს). ზუსტად ასევეა პოლიტიკური კორუფცია ე.წ. "ოცნებასთან დალაგების" თუ "ცალკეული საკითხების მოგვარების" პოლიტიკა, რაც არ უნდა იყოს ეს საკითხები და რაც არ უნდა იყოს სანაცვლოდ დათმობები. "დამლაგებლების" და "მომგვარებლების" საშუალო ამოცანა არასდროსაა დემოკრატია, დასავლეთი და ხალხის ინტერესი. ისინი ხელს უწყობენ სტატუს-კვოს შენარჩუნებას, უბრალოდ, იბრძვიან ამ სტატუს-კვოში საკუთარი ადგილის, გავლენისა და უსაფრთხოების მოპოვებისა და დამკვიდრებისთვის. "დამლაგებლების" და "მომგვარებლების" მეშვეობით დემოკრატიული პროცესები არ წარიმართება, დემოკრატიული აქტორები არ მოქმედებენ. მათი მეშვეობით ინტერესთა ჯგუფები ოპერირებენ და არა პარტიები. და იმაზე მარტივი ივანიშვილისთვის არაფერია, ვიდრე ინტერესთა ჯგუფებთან დალაგება და პრობლემის განეიტრალებაა. თვითონაც მოიგებს, ინტერესთა ჯგუფიც, ჩვენ პროდასავლელი ქართველები დავრჩებით ხახამშრალი. ნიკა #212”, - წერს ნიკა გვარამია. ცნობისთვის, პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრი აირჩია. პლენარულ სხდომაზე გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად, დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზურაბ გურასპაშვილი, ტრისტან ბენაშვილი და გიორგი გზობავა აირჩიეს. ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რის გამოც კენჭისყრა შეწყდა და ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)