15:18 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 12:09:44, 790 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „ჩვენი ჯარი“ მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით სრულდება

პროექტი „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში 2022-2023 სასწავლო წელს სამხედროების სკოლებში ვიზიტები და მოსწავლეებთან ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები დასკვნით ფაზაშია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, ოფიცრები და სერჟანტები საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში საჯარო სკოლებს ეტაპობრივად სტუმრობდნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ჯარისკაცის პროფესიას აცნობდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ქალაქ ბათუმში, N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„მათ მოსწავლეებს თავდაცვის ძალების ამოცანების, სტრუქტურის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, კარიერული წინსვლის, საერთაშორისო სწავლებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჯარისკაცებსა და მოსწავლეებს შორის დისკუსია გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეების მოსაზრებები მოისმინეს და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

„ჩვენი ჯარი“ თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება და ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები ქვეყნის მასშტაბით 1 301 სკოლას ესტუმრნენ. პროექტი მომდევნო სასწავლო წელსაც გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics