11:05 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-15 10:15:32, 663 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, ჩვენ ბევრად წინ ვართ

მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, ჩვენ ბევრად წინ ვართ,- ასე მიმართა თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში მხარდამჭერებს მას შემდეგ, რაც თურქეთში, გუშინ, 14 მაისს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

ერდოღანმა საკუთარ ოპტიმისტურ განწყობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ამ ტურს ხმების 50%-ზე მეტით დავასრულებთ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემს მოქალაქეს, ვინც არჩევნებზე რეკორდული აქტივობით მივიდა და გამოხატა თავისი პრეფერენციები საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი მომავლის მიმართ“,- თქვა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცეების მიხედვით, ქვეყანაში მეორე ტური გაიმართება.

პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციური "რესპუბლიკური სახალხო პარტიის" ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ და "ATA ალიანსის" წევრი სინან ოგანი. პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა პარტია „სამშობლოს“ თავმჯდომარემ, მუჰარემ ინჯემ 11 მაისს კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა.

თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც არჩევნების პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუ ხმათა უმრავლესობას ვერც ერთი კანდიდატი მოიპოვებს, არჩევნების მეორე ტური იმ ორ კანდიდატს შორის იმართება, რომლებიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ყველაზე მეტ პროცენტს დააგროვებენ.

არსებული ინფორმაციით, მეორე ტური, საჭიროების შემთხვევაში, 28 მაისს ჩატარდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics