|
2023-05-14 14:11:38, 762 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანმა სტამბულში ხმა მისცა, მაგრამ გამარჯვებაზე არაფერი უთქვამს -ვიდეო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმა სტამბოლის უსკუდარის რაიონის დაწყებით სკოლაში მისცა. კენჭისყრის შემდეგ მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შედეგი იქნება „კარგი ქვეყნის მომავლისთვის“, თუმცა გამარჯვება არ უწინასწარმეტყველია. „ღმერთის იმედი მაქვს, რომ ამ საღამოს დათვლის დასრულების შემდეგ, შედეგი კარგი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, თურქული დემოკრატიისთვის“, - თქვა მან. მან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 52,6%-ით გაიმარჯვა. გამოკითხვები ამჟამად აჩვენებს მხარდაჭერას 44-45%-ის ფარგლებში. თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა. თურქული მედია დილიდან, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგებზე წერს. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში აქტივობა მაღალი იქნება. პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის - თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ერდოღანი, ოპოზიციური სახალხო ალიანსის ლიდერი ქემალ კილიჩდაროღლუ, მემლეკეტის პარტიის თავმჯდომარე მუჰარამ ინჯე, ატას ალიანსის წევრი სინან ოგანი. თურქეთის არჩევნები 2023 წელს მთავარს უწოდებენ. თურქეთის მომავალი როლი ნატოსა და უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებში, ასევე ქვეყნის ურთიერთობები აშშ-სთან, ევროკავშირთან და რუსეთთან იქნება დამოკიდებული გამარჯვებულ კანდიდატზე. გამოკითხვების მიხედვით, ერდოღანს მხარს ამომრჩეველთა 43,7%, კილიჩდაროღლუს 49,3% უჭერს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები შეიძლება გაგრძელდეს მეორე ტურით, რომელიც შეიძლება 28 მაისს ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)