|
2023-05-13 12:42:47, 1151 ნახვა
საზოგადოება
„ვოლვო ქარ საქართველო“ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ პარტნიორია
500-ამდე ფოტოგრაფის ნამუშევარს შორის Volvo-ს ვინტაჟურმა ავტომობილმა საგამოფენო დარბაზში დეკორატიული ხელოვნების შტრიხები შეიტანა და მას შვედური ელფერი შესძინა. წელს პირველად „ვოლვო ქარ საქართველო“ საერთაშორისო ფოტოკონკურსის პარტნიორია. თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით დაარსებულ ფესტივალზე კომპანიამ მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მოდელი Volvo P1800 წარმოადგინა. ამ კონტრასტული ტანდემით გაიხსნა „ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელსაც წელს უკვე 21 წელი შეუსრულდა.
ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ქოლგა თბილისი ფოტოსთან“ თანამშრომლობის პირველი წელია და ძალიან გვიხარია, რომ ეს პარტნიორობა შედგა. საერთაშორისო კონკურსს, რომელიც ფოტოხელოვანების საყვარელი ფესტივალია, და „ვოლვო ქარ საქართველოს“ ბევრი საერთო აქვთ: თანამედროვეობის, კლასიკურისა და ინოვაციების მიმართ ინტერესი და იმ ადამიანების ხელშეწყობა, რომლებსაც ამ ყველაფრის ფოტოკადრში მოქცევა შეუძლიათ. ფოტოგრაფია ჩვენ მიერ მხარდაჭერილი მიმართულებების ჩამონათვალში აქამდე არ ყოფილა და ძალიან გვიხარია, რომ ახლა ამ დარგსაც გვერდით დავუდექით“. „ქოლგა თბილისი ფოტო 2023-ზე“ „ვოლვო ქარ საქართველომ“ თავისი რჩეულიც გამოავლინა. შვედური ბრენდის წარმომადგენელმა სპეციალური პრიზი ფოტოგრაფ დათო ქორიძეს გადასცა ნამუშევრისათვის სახელწოდებით „სად ხარ“.
„ქოლგა თბილისი ფოტო“, რომელშიც წელს ხელოვანები 45 ქვეყნიდან ჩაერთნენ, ამჟამად სხვადასხვა ლოკაციაზე ექსპოზიციებით გრძელდება. უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც საერთაშორისო ჟიურიმ ხუთ ნომინაციაში დაასახელა. ფოტოკონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციასა და ახალგაზრდა ფოტოგრაფების განვითარებას. დააახლოოს ადგილობრივი და უცხო ქვეყნების არტისტები. გამოცდილების გასაზიარებლად კი „ქოლგა თბილისი ფოტო“ ერთგვარ პლატფორმად იქცა. როგორც ფესტივალის ორგანიზატორი ბესო ხაინდრავა ამბობს, ამ საქმეში კერძო კომპანიების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბესო ხაინდრავა, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ დამფუძნებელი: „ჩვენი ფესტივალისათვის სხვადასხვა კომპანიის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორიც ვოლვოა. „ქოლგა თბილისი ფოტო“ არაკომერციული ღონისძიებაა, კერძო სექტორის ჩართულობა კი უფრო დიდ შესაძლებლობას გვაძლევს, სულ უფრო მეტ ხელოვანს მივცეთ შანსი, საკუთარი ნამუშევრები წარუდგინოს როგორც კოლეგებს, ისე ფართო საზოგადოებას, დამთვალიერებელს“. „ქოლგა თბილისი ფოტო“ 4 მაისს გაიხსნა. წლევანდელი კვირეული საერთაშორისო ფოტოკონკურსს, თანამედროვე და კლასიკური ფოტოგრაფიის გამოფენებს მოიცავს. საერთო ჯამში, 440 ხელოვანის მიერ 726 ფოტოპროექტია წარდგენილი. ფესტივალი 13 მაისს დავით სულაქველიძის გამოფენით - „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“ - დაიხურება.
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)