|
2023-05-12 13:57:50, 788 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. ზურაბ აზარაშვილმა, მათ, პროგრამულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნულის შესახებ ინფორნაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველი ივნისიდან, ინსულინისა და დიაბეტის მართვისთვის საჭირო მასალების - ტესტის ჩხირებისა და სისხლის ასაღები ნემსების 3-თვიანი მარაგები გაიცემა. ამასთან, მშობლები და ბენეფიციარები, სახარჯ მასალებსაც, ინსულინთან ერთად, იმავე ლოკაციაზე მიიღებენ და სხვადასხვა მისამართზე მისვლა აღარ მოუწევთ. „როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, დაკორექტირდა გაცემის თარიღიც - ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე, ნებისმიერ დროს მიიღონ. აღსანიშნავია, რომ გაიზარდა დიაბეტის მართვის პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მარაგები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა უკვე 60 სააფთიაქო დაწესებულებაში გაიცემა, გეგმურ ამბულატორიულ მომსახურებას კი, ბენეფიციარებს, თბილისსა და რეგიონებში, 10 სხვადასხვა დაწესებულება მიაწვდის. შეხვედრაზე, მხარეებმა, სისხლის უწყვეტი მონიტორინგის სისტემაზეც (CGM) ისაუბრეს, რომელიც დიაბეტის მართვის პროგრამის ფარგლებში გაიცემა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ბენეფიციარები Medtronic-ის უახლესი, მე-4 თაობის მოწყობილობებს მიიღებენ, რომლებიც, მონაცემების ასახვისათვის, კალიბრაციას არ ითხოვს. მინისტრის განმარტებით, Medtronic-ის CGM სისტემის გამოსაყენებლად, საჭიროების შემთხვევაში, მობილურ ტელეფონებს, სამინისტრო, თავად შეისყიდის. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მართვის პროგრამის კიდევ უფრო მეტი ეფექტურობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ბენეფიციართა მშობლებს შორის კომუნიკაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ეკა შარაძე“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)