19:13 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 12:53:22, 1393 ნახვა

პოლიტიკა
დუმის დეპუტატი - მზად ვარ, რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი დავაყენო

მზად ვარ, რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი დავაყენო,- ამის შესახებ რუსეთის "დუმის" დეპუტატმა, ევგენი პოპოვმა რუსულ პროპაგანდისტულ მედია "რია ნოვოსტისთან" საუბრისას განაცხადა.

პოპოვის თქმით, ეს ორმხრივად მოძრაობის გზაა და ამ ეტაპზე არანაირი "საპარლამენტო თანამშრომლობის" ჯგუფების შექმნა არ იგეგმება, ვინაიდან რუსეთ-საქართელოს შორის ბევრი წინააღმდეგობაა.

"ჟურნალისტები რუსეთის და საქართველოს პარლამენტების დონეზე ურთიერთობების დათბობაზე და ურთიერთ თანამშრომლობისთვის "მეგობრობის ჯგუფის" შექმნაზე  მეკითხებიან; რუსეთის დუმაში მსგავსი ჯგუფი გასაგები მიზეზების გამო არ იქმნებოდა, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია.

მზად ვარ, ეს საკითხი განსახილველად გამოვიტანო სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის და დუმის საბჭოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, "საპარლამენტო თანამშრომლობის" ჯგუფები მოსკოვსა და თბილისში შეძლებდნენ საკუთარი წვლილი შეეტანათ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაში. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ არის საუბარი რაიმე „სამეგობრო“ ჯგუფზე. ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი წინააღმდეგობაა. ეს არ აუქმებს საპარლამენტთაშორისო დიალოგის შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნების და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე",- განაცხადა პოპოვმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
ალეკო ელისაშვილი - პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები
კობახიძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics