17:36 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-11 12:17:57, 988 ნახვა

საზოგადოება
ფხალაძე TAV Georgia-ს - გასაკვირია, რატომ დასჭირდა კომპანიას პასუხის გაცემა, როცა მას არავინ ადანაშაულებს ფრენების აღდგენაში

გასაკვირია, კერძო კომპანიას რატომ დასჭირდა პასუხის გაცემა, როცა მას არავინ ადანაშაულებს ფრენების აღდგენაში?,- ასე ეხმაურება TAV Georgia-ს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ფხალაძე კომპანიის განცხადებას.

გიორგი ფხალაძის თქმით, მის "სტატუსში ფაქტობრივი უზუსტობა არ ყოფილა".

„ტავ ურბანს", სადაც ვმუშაობდი განცხადება გაუვრცელებია თითქოს ჩემს განცხადებაში ფაქტობრივი უზუსტობებია. პირველ რიგში, გასაკვირია, კერძო კომპანიას რატომ დასჭირდა პასუხის გაცემა, როცა მას არავინ ადანაშაულებს ფრენების აღდგენაში? მეც არ მიხსენებია არც ერთ ჩემს საჯარო გამოსვლაში მათი სახელი. იმიტომ ხომ არა, რომ კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სუს-თან და მიიღეს მითითება ეპასუხათ? რომელი ფაქტობრივი უზუსტობა არის ჩემს სტატუსში?

განცხადება წამოსვლის შესახებ დაწერილია? დაწერილია! დაწერილია 10 მაისს. პირდაპირი რეისის მგზავრებს მოვემსახურები? არ მოვემსახურები! კომპანია ვერსად ვერ მოიძიებს ინფორმაციას, სადაც ვიძახი, რომ მე ხომალდებს ვემსახურები. ვმუშაობდი ავტოსადგომის მოლარედ, რომლითაც სარგებლობს ჩამოსული მგზავრიც და დამხვედრიც. კიდევ ვსვამ კითხვას, რატომ დასჭირდა კომპანიას პასუხის გაცემა იმაზე, რაზეც არავინ ადანაშაულებდა?- წერს ფხალაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ, 10 მაისს გიორგი ფხალაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსითიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილებს არ მოემსახურებოდა და სამსახურიდან წასვლის განცხადება დაწერა.

ფხალაძის განცხადებას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia და განაცხადა, რომ გიორგი ფხალაძემ სამსახურის დატოვებაზე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს 1-ელ მაისს მიმართა და ამას კავშირი ვერ ექნება რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან.

აღსანიშნავია, რომ ფხალაძის ეს რეაქცია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმების გადაწყვეტილებას მოჰყვა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.

გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics