|
2023-05-11 10:08:41, 1017 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია ვაშინგტონში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ამერიკის შეერთებულ შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ოფიციალური მიწვევით, „სოფლის მეურნეობის ინოვაციების მისია კლიმატისთვის“ (Agriculture Innovation Mission for Climate - AIM for Climate) მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალი ამერიკის შეერთებული შტატებისა და არაბთა გაერთიანებული ემირატების ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება აშშ-ის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ალბერტ (ელ) გორმა, არაბთა გაერთიანებული საემიროების კლიმატის ცვლილების და გარემოს მინისტრმა, მარიამ ალმჰეირმა და ამერიკის სოფლის მეურნეობის მდივანმა (USDA ), თომას ჯეი ვილსაკმა გახსნეს. მინისტერიალში მონაწილეობდა 45-ზე მეტი სახელმწიფო (მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ბრაზილია, ეგვიპტე, ავსტრალია, იაპონია, კორეა, ინდოეთი და სხვ.) და 275-ზე მეტი არასამთავრობო პარტნიორი. AIM for Climate მიზნად ისახავს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობისა და კვებითი სისტემების მიმართულებით ინოვაციების და ინვესტიციების განხორციელების გზით კოლექტიური ჩართულობის მნიშვნელოვნად გაზრდას. როგორც ოთარ შამუგიამ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სექტორზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად. აგრარული სექტორისთვის ადაპტაციური შესაძლებლობების გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვა-განხორციელებას. წყლის რესურსის დაზოგვა და მათი რაციონალურად გამოყენება გახლავთ მიდგომა, რომელიც კლიმატის ცვლილებების ფონზე სოფლის მეურნეობის სექტორში ინერგება. საქართველო ისწრაფვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. ჩვენ ქმედით და მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც საერთაშორისო ვალდებულებების, ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესასრულებლად. მჯერა, სოფლის მეურნეობაში შესაბამისი ინოვაციების დანერგვა ხელს შეუწყობს აგრარულ სექტორზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, პროდუქტიულობის გაზრდას და რომ ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას. მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, მინისტერიალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)