|
2023-05-11 09:32:44, 1092 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - „გირჩი“ არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც დეზერტირობაში ფულს იღებდა და არ ვიტყვი, რას აჩვენებდა რუსს სამხედროებს
საინტერესოა, რა მიზნით ხდება ამ ადამიანების მომზადება იარაღის გამოყენებაში. მით უმეტეს, რომ გირჩი არის ზუსტად ის ორგანიზაცია, რომელიც დეზერტირობაში ფულს იღებდა,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ აქციების სულისკვეთებას დავუკვირდებით, რაშიც გირჩის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ, შეიძლება კონკრეტული ეჭვები გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით ხდება ამ ადამიანების დატრენინგება. მისი თქმით, გაუგებარია, როდესაც პოლიტიკური პარტია, მსგავსი ტრენინგების ჩატარებით არის დაკავებულია და შემაშფოთებელია, როდესაც ეს ტრენინგები უცხოური დაფინანსებით ხორციელდება. "რეალურად იარაღის ხმარება უნდა ისწავლო, თუ ამის სურვილი გაქვს, სამხედრო სამსახურში. არსებობს თავდაცვის სამინისტრო, არსებობს სავალდებულო სამხედრო სამსახური და, თუ ვინმეს უნდა იარაღთან მოპყრობის სწავლა და მსგავსი ტიპის ტრენინგების გავლა, ამისათვის შესაბამისი დაწესებულება, რა თქმა უნდა, არის თავდაცვის სამინისტრო. თუმცა, გირჩი არის ზუსტად ის ორგანიზაცია, რომელიც დეზერტირობაში იღებდა ფულს და ამაში ფულს აკეთებდა ოფიციალურად. შესაბამისად, გამოდის, რომ ქვეყნის თავდაცვის მიზნით არ ხდება ადამიანებისთვის ტრენინგების ჩატარება იარაღის გამოყენებაში. არის, როგორც ჩანს, სხვა მიზანი. თუ დავუკვირდებით ჩვენ აქციების სულისკვეთებას, რაშიც გირჩის წარმომადგენლები აქტიურ როლს ასრულებდნენ, შეიძლება კონკრეტული ეჭვები გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზნით ხდება ამ ადამიანების დატრენინგება. ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ზოგადად, რა ესაქმება პოლიტიკური პარტიის ტრენინგებთან იარაღის გამოყენებას, ეს აბსოლუტურად გაუგებარია და მეორე, როდესაც ამას უკავშირდება უცხოური დაფინანსება ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია. ამიტომ, ალბათ ამ საკითხს ჩაღრმავება სჭირდება. როდესაც დონორი ფულს გაძლევს იქ შესაბამისი დაკვირვებაც ხდება, შესაბამის პროგრამებზე. გირჩი არის ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ერთი, დეზერტირობაშ ფულს იღებდა და მეორე, არ ვიტყვი რას, აჩვენებდა რუსს სამხედროებს და არ მგონია სამშობლოს დაცვის სულისკვეთებით იყო ნაკარნახევი ის ტრენინგები, რომელიც იქ ტარდებოდა. სამშობლოს ფენომენი ზოგადად უცხოა ამ პოლიტიკური გაერთიანებისთვის, შესაბამისად სამშობლოს დაცვაზეც საუბარი ზედმეტია. დეზერტირობა - არის ამ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ,,იმედი LIVE"-ში.
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
ალეკო ელისაშვილი - პენიტენციური იტყუება, 2 ოქტომბერს ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები
კობახიძე - პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
კობახიძე - ციხეებში ვერავითარი აჟიოტაჟი ვერ შექმნეს - ვითარება ბოლომდე კონტროლის ქვეშაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)