|
2023-05-10 10:56:15, 990 ნახვა
საზოგადოება
დავით სულაქველიძის ფოტოგამოფენა „თიბისი კონცეპტში“
„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023"-ის ფარგლებში, 13 მაისიდან მასპინძლობს ფოტოგრაფ დავით სულაქველიძის (1952- 2019) ფოტოგამოფენას „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“. გამოფენაზე „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები” წარმოდგენილი ფოტოები ასახავს ოთხმოციანი წლების ისტორიას. ფოტოები გვიყვება როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი, რა ხდებოდა ეპოქის დასასრულს საქართველოში. დავით სულაქველიძე ამ პროცესის უშუალო მონაწილე იყო და ფოტო ფირზე აფიქსირებდა მის გარშემო მიმდინარე ყოველდღიურობას. დღეისთვის წარმოდგენილი ფოტოები საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და ამავე დროს ერთი ადამიანის ცხოვრების თანმდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნებაა. დავით სულაქველიძე დაიბადა თბილისში, 1952 წელს. ფოტოგრაფი განსხვავებული სფეროში ერთდროულად მუშაობდა, მეგობრობდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან - მეცნიერება, კინო, თეატრი, ვიზუალური ხელოვნება, როკმუსიკა, სპორტი... და ისე გამოვიდა, რომ 70-80-იანი წლების თბილისის ცხოვრების სხვადასხვა მხარეებს სიღრმისეულად, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი ისე ასახავდა. მისი ფოტოები კარგად აჩვენებს მისწრაფებას თავისუფლებისკენ, იმ მნიშვნელოვან ტენდენციებს, რაც უშუალოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამოვლინდა საზოგადოებაში. დავით სულაქველიძემ 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მუშაობდა ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. იგი იყო ფოტოგრაფთა ჯგუფის „თვალსაზრისი“ აქტიური წევრი მხატვრული ფოტოგრაფიის მიმართულებით. 1970 იანი წლებიდან გატაცებული იყო როკით, თავისუფლებასთან ასოცირებული, საბჭოთა კავშირში აკრძალული მუსიკით. უკრავდა არაოფიციალურ კონცერტებზე ვალერი კოჩაროვთან, დათო ფოფხაძესთნ და სხვა მუსიკოსებთან ერთად. ასევე, ადრეული პერიოდიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა კარატეს კულტურის და საქართველოს კარატეს ფედერაციის ჩამოყალიბებაში, 1988 წლიდან კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნაში. ამავე დროს იყო პროფესიონალი მსაჯი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დავით სულაქველიძე გრაფიკულ დიზაინს გაეცნო და ერთ-ერთ პირველ კერძო სტამბაში Calamus graphics studio დაიწყო მუშაობა. დავით სულაქველიძის მრავალმხრივი მოღვაწეობის სფეროები, ინტერესები, მის ფოტო-არქივს უნიკალურ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მას მიეცა შესაძლებლობა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების უშუალო მონაწილეს შიგნიდან დაეფიქსირებინა მოვლენები. გამოფენის კურატორები არიან გურამ წიბახაშვილი, მარიამ წიქარიძე, ნიკა დუმბაძე გამოფენის ხანგრძლივობა: 13 მაისი - 20 ივნისი, 2023 სამუშაო საათები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-20:00 საათი. მისამართი: „თიბისი“ კონცეპტი, კ. მარჯანიშვილის #7.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
ყაზახეთის პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც სამხედრო წვრთნების დროს 14 ჯარისკაცი დაიღუპა
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)