07:25 - 26 Sep, 2026
|
2023-05-09 17:41:27, 1027 ნახვა
მსოფლიო
ბერბოკი - გერმანიის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე არასწორი იყო, ეს უნდა გამოსწორდეს
გერმანიის ენერგეტიკული პოლიტიკა ბალტიის ზღვის რეგიონში იყო დიდი წარუმატებლობა, რომელიც უნდა გამოსწორდეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში გამართულ ფორუმზე განაცხადა. ბერბოკის თქმით, გერმანია დიდი ხნის განმავლობაში იყო დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე, რაც არასწორი იყო, ვინაიდან, ბალტიის ზღვაში გამავალი გაზსადენი ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებმა მწვანე ენერგიაზე გადასვლასთან დაკავშირებით თანამშრომლობა უნდა გააძლიერონ და ბალტიის ზღვაში "ოფშორული ქარის" გაძლიერებას მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს. „ყოველი ქარის ტურბინა არის ინვესტიცია ჩვენს უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ბერბოკმა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)