|
2023-05-09 16:05:56, 1214 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო - მოსკოვში გამართულ აღლუმში რამდენიმე ქვეყნის ლიდერების მონაწილეობა ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია
მოსკოვში გამართულ აღლუმში რამდენიმე ქვეყნის ლიდერების მონაწილეობა ამორალური და არამეგობრული ნაბიჯია,- ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი განცხადებით, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ხალხებმა 78 წლის წინ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ნაციზმზე გამარჯვებაში და „ისინი არ იმსახურებენ, რომ ახლა კრემლმა ყალბ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გამოიყენოს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ნაციზმზე გამარჯვებასთან. "9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ ღონისძიებაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტების მონაწილეობამ ჩვენი ყურადღება მიიპყრო. ღონისძიების დროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რომელიც საერთაშორისო მართლმსაჯულების მიერ ომის დანაშაულებისთვის იძებნება, გაამართლა უკრაინელების მკვლელობა, უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დანგრევა, უკრაინელი ბავშვების გატაცება და ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლების რეპრესიები. აღლუმის წინა ღამეს, რუსეთის ფედერაციამ 25 საკრუიზო რაკეტა გაუშვა უკრაინის თავზე, მათ შორის 15 კიევის თავზე, რათა კიდევ უფრო მეტი სიკვდილი და კიდევ უფრო მეტი განადგურება გამოეწვია უკრაინის მიწაზე. მონაწილეებს აჩვენეს რუსული სამხედრო ტექნიკა, რომელიც უკვე მეათე წელია მონაწილეობს რუსეთის არაპროვოცირებულ აგრესიულ ომში უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული სახელმწიფოების ლიდერების მონაწილეობას საჯარო ღონისძიებაში, ომის დამნაშავესთან ერთად, რომელსაც თავი მოაქვს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო ომის გაჩაღებით, განვიხილავთ, როგორც ამორალურ და არამეგობრულ ნაბიჯს უკრაინის მიმართ და უპატივცემულობის გამოხატვად უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც გადარჩენისა და თავისუფლებისთვის იბრძვის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ხალხებმა 78 წლის წინ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს ნაციზმზე გამარჯვებაში და „ისინი არ იმსახურებენ, რომ ახლა კრემლმა ყალბ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გამოიყენოს, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს ნაციზმზე გამარჯვებასთან",- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს, 9 მაისს მოსკოვში "გამარჯვების დღისადმი" მძღვნილი აღლუმი გაიმართა. აღლუმი, დაახლოებით, 45 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)