|
2023-05-08 10:34:02, 1024 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნის შესახებ. ამის თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, 9 მაისიდან, უკრაინელები პატივს მიაგებენ ყველა ევროპელის ერთობას, ვინც გაანადგურა ნაციზმი და დაამარცხებს რაშიზმს. „ბევრი წლის წინ ჩვენს კონტინენტზე დამკვიდრდა ტრადიცია, რომ აღვნიშნოთ ევროპის დღე 9 მაისს, აღვნიშნოთ მიღწეული მშვიდობა და ერთიანობა. დღეს ჩვენს კონტინენტზე ერთიანობა ჩვენი მშვიდობის პირველი დღის აღნიშვნასთან გვაახლოებს, სწორი იქნება ევროპის დღე მთელ თავისუფალ ევროპასთან ერთად აღვნიშნოთ. დღეს მე ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას და ყოველწლიურად ხვალიდან, 9 მაისიდან, ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენს ისტორიულ ერთობას - ყველა ევროპელის ერთობას, ვინც გაანადგურა ნაციზმი და დაამარცხებს რაშიზმს. ერთობა მშვიდობას აახლოებს “,- განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინის უზენაეს რადას წარედგინა კანონპროექტი, რომელიც 1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში 8 მაისის ხსოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების დღედ დაწესებას სთავაზობს. „როგორც მაშინ ერთად ვანადგურებდით ბოროტებას, ახლაც ერთად ვანადგურებთ მსგავს ბოროტებას. სამწუხაროდ, ბოროტება დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ აგრესორი ახლა განსხვავებულია, მას აქვს იგივე მიზანი - დამონება ან განადგურება და როგორც მაშინ თავისუფალი ხალხის საერთო ძალას ვეყრდნობოდით, ახლაც თავისუფალ სამყაროსთან ერთად, თავისუფალ ევროპასთან ერთად ვიბრძვით ბოროტების წინააღმდეგ. ჩვენ გავიმარჯვებთ! ეს იქნება ჩვენი გამარჯვების დღე - უკრაინის გამარჯვების დღე",- დასძინა ზელენსკიმ.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)