19:20 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-04 16:35:16, 1043 ნახვა

საზოგადოება
სააკაშვილი ჩხაიძეს - ჩემთვის გაუგებარია, რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ტყუილები - ამოიღონ კადრები

გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას - ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილი კლინიკას კამერებიდან ჩანაწერის ამოღებისკენ მოუწოდებს.

"ვადასტურებ, რომ გუშინ პალატაში გადაადგილების დროს დავეცი, დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას. 

ჩემთვის გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ეს ტყუილები. ჩემს პალატაში იყო ექთანი - ქალბატონი ნინო და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებიც, რომლებიც მასულიერებდნენ. სამწუხაროდ, წონასწორობის დაჭერა სულ უფრო მიჭირს.

ყველა მხრიდან მიღებენ და ამოიღონ კადრები გუშინ 13-14 საათს შორის, სადაც ყველაფერია დაფიქსირებული.

გარდა ამისა, კუნთების ატროფიისა და ბევრი სხვა მიზეზის გამო, მაქვს აუტანელი ტკივილები, რის გამოც გუშინ კლინიკა იძულებული გახდა სასწრაფოდ გამოეძახებინა ტკივილის ცენტრის სპეციალისტი",- წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 3 მაისს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰქონდა გონების კარგვის ეპიზოდი, რა დროსაც რკინის მაგიდას დაარტყა თავი.

ექსპრეზიდენტის განცხადებას დღეს, 4 მაისს "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ ფაქტს ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს.

როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, სამედიცინო მედპერსონალის მიერ გონების კარგვის ეპიზოდი არ დასტურდება.

რაც შეეხება რკინის მაგიდას, რომელზეც სააკაშვილი საუბრობს, "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ პალატაში რკინის მაგიდა არ დგას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics