|
2023-05-04 16:08:53, 821 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს რაგბის კავშირი ერთობლივ ღონისძიებებს გამართავენ
ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა, იოსებ ტყემალაძემ. „საქართველო ღვინის სამშობლოა. შესაბამისად, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქართველებისთვის ღვინო არის ქართული კულტურის, იდენტობის, ტრადიციების და ისტორიის ნაწილი. რაგბიც, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გამოხატავს ქართველების მებრძოლ სულს და ხასიათს. გამომდინარე აქედან, ვფიქრობ, აღნიშნული მემორანდუმი მნიშვნელოვან შედეგების მოუტანს ორივე მიმართულებას. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება საუკეთესო პლატფორმა ქართული ღვინის და ზოგადად, საქართველოს პოპულარიზაციისთვის. აქ უდიდესი აუდიტორიის წინაშე კიდევ ერთხელ გაჟღერდება, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ. როგორც რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა, იოსებ ტყემალაძემ აღნიშნა, მსოფლიოში რაგბის გულშემატკივრების რაოდენობა, დაახლოებით, 1.2 მილიარდია. ჩვენი გამარჯვებით ჩვენ მოვიპოვეთ ნდობა, ვართ მეთერთმეტე და გვაქვს კიდევ უფრო დიდი ამბიცია. ჩვენი ამ მაღალი ნდობით გვინდა, ქართული პროდუქტები, პირველ რიგში ქართული ღვინო, შევთავაზოთ მთელ მსოფლიოს. მემორანდუმის ფარგლებში, ქართული ღვინისა და ქართული რაგბის პოპულარიზაციის მიზნით, რაგბის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის პერიოდში, ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდება. საფრანგეთის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შეხვედრებია დაგეგმილი, გაიმართება ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, მოეწყობა ქართული სპორტის უძველესი ისტორიის და ტრადიციების წარდგენა, ჩატარდება კონცერტი. მემორანდუმის შესაბამისად, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები თანმდევი გახდება ყველა იმ მსხვილი საერთაშორისო ტურნირის, სადაც ქართველი „ბორჯღალოსნები“ მიიღებენ მონაწილეობას. მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, გაიმართა ყოფილი მორაგბისა და პოლიტიკოსის, ირაკლი ტრიპოლსკის ფილმის „ლელობურთი“ პრემიერა. ფილმი მრავალსაუკუნოვან ქართულ თამაშში „ლელო“ რაგბის ფესვებს და დიდ ბრიტანეთში, „ლელოს“ მსგავსი თამაშის ტრადიციასთან მის კავშირს იკვლევს. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების, რაგბის კავშირის და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: თურქეთმა, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა ირანული ავიახაზებისა და ბანკების ფუნქციონირება შეზღუდეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)