|
2023-04-30 10:58:24, 972 ნახვა
საზოგადოება
შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია
ცენტრალური საარჩევნო კომისია შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. როგორც ცესკოს-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, 117 საარჩევნო უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი მონაცემების მიხედვით, ათივე მუნიციპალიტეტში, არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. კალანდარიშვილის თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა. "საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია: № 21 - ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67% №41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 24 646 ხმა, 95.33% საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარი მონაცემები შემდეგია: გურჯაანი № 41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა; თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა; ახალციხე № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა ტყიბული; №41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 321 ხმა 86.62 %; №51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი ) 204 ხმა, 13.38 %; ქუთაისი № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 331 ხმა. რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგები შემდეგია: ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 2 158 ხმა; თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 9 559 ხმა", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)