21:49 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 13:04:53, 1011 ნახვა

საზოგადოება
მედიაომბუდსმენი - „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დაშლის საქმეზე გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა

მედიაომბუდსმენის ცნობით, "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დაშლის საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი - ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა დაემატა.

მედიაომბუდსმენის ცნობით, კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დაშლის საქმეზე კვალიფიკაცია 2023 წლის 26 აპრილს დაზუსტდა.

“გამოძიება გრძელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-9 მარტს, ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე”,- აღნიშნულია მედიაომბუდსმენის ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მედიამობუდსმენმა, მარტის აქციების საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 7 აპრილს მიმართა.

ცნობისთვის, 2 მარტს მოქალაქეები პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ, რის შედეგადაც პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი -  „პუბლიკას“ დირექტორი ზურა ვარდიაშვილი და „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს, რომლებსაც გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტაბულას“​ ჟურნალისტი და „პუბლიკას“ რედაქტორი სამართალდამრღვევებად ცნო და 2 200 - 2 200 ლარით დააჯარიმა.

გარდა ამისა, პროტესტი გაგრძელდა 7-8 მარტსაც, სადაც აქციის მონაწილეები მმართველი პარტიისგან "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდებასა და აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics