|
2023-04-28 13:19:08, 1017 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკმა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის გამარჯვებული დააჯილდოვა
ბაზისბანკი, ტრადიციულად, წელსაც შეუერთდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუს მიერ ორგანიზებულ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ღონისძიება, საქართველოში უკვე მესამე წელია აღინიშნება და ინიციატივის მიზანს წარმოადგენს ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და მათი დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება. სპეციალური ჟიურის მიერ, კონკურსის სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ბაზისბანკისგან, პირველ ადგილზე გასულ კონკურსანტს ფულადი ჯილდო, სერტიფიკატი და ბრენდირებული საჩუქრები გადაეცა. „ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ახალგაზრდა თაობის განათლების, მათ შორის ფინანსური განათლების, ხელშემწყობი აქტივობების მხარდაჭერა. სწორედ ამ მიმართულების ფარგლებში, ჩვენი პარტნიორობა და მეგობრობა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფინედუსთან არაერთი წელია გრძელდება, რაც ყოველწლიურად განხორციელებულ ერთობლივ პროექტებში გამოიხატება. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით“,- აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
ელენე ხოშტარია - ვივამედის კლინიკიდან ვბრუნდები რუსთავის ციხეში - მკურნალობის პირველი ეტაპი დასრულებულია
პენიტენციური სამსახური უარყოფს რეჟიმის პატიმარ არჩილ მუსელიანცის ბრალდებებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)