|
2023-04-27 11:28:16, 883 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air მეოთხე ბაზირებულ ხომალდს დაამატებს და ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის იფრენს
2023 წლის 1-ლი დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air საჰაერო ხომალდების რაოდენობას ოთხამდე გაზრდის. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს. ასევე, მეოთხე ბაზირებული ხომალდის ფარგლებში სიხშირეები გაიზრდება სხვადასხვა მიმართულებებზე და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი წლის განმავლობაში ერთდროულად Wizz Air-ის ორი ბაზირებული ხომალდი დაიწყებს ოპერირებას. ,,ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას მივაღწიეთ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ბოლოსთვის ერთდროულად Wizz Air-ის 4 ბაზირებული ხომალდი იქნება. რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას და შექმნის 40-მდე ახალ სამუშაო ადგილს. ასევე, კიდევ ერთი ბაზირებული ხომალდი იქნება იმის გარანტი, რომ არსებულ მიმართულებებზე ავიაკომპანიას შესაძლებლობა ექნება რეისებისა და სიხშირეების რაოდენობის ოპტიმიზაცია მოახდინოს. მეოთხე ბაზირებული ხომალდი ასევე, საშუალებას იძლევა ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას. რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა‘,-’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება. 2023 წლის 1-ლი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30 მდე გაიზრდება.
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)