22:46 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 19:49:29, 989 ნახვა

საზოგადოება
სილვიო დომენტე ვოზორიტიდზე - ჯერჯერობით, მსოფლიოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია არის საკმაოდ შეზღუდული

„სამწუხაროდ ჯერჯერობით, მსოფლიოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია არის საკმაოდ შეზღუდული“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიო დომენტემ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისი განმარტებით, აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია არსებობს და მრავალ ქვეყანაში მისი დანერგვა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.

„დღევანდელი შეხვედრა ეძღვნებოდა ბავშვების მკურნალობას ამ კონკრეტულ პრეპარატზე, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ეს მედიკამენტი. მსჯელობა იყო, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად კომპლექსური საკითხია და რამდენი რამე უნდა იყოს გათვალისწინებული. სამწუხაროდ ჯერჯერობით, მსოფლიოში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია არის საკმაოდ შეზღუდული.

რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები. რთული პროცესია, რომ ეს წამალი იყოს რეგულირებული და დამტკიცებული საქართველოში. ამისთვის უნდა შეფასდეს პრეპარატის კლინიკური ეფექტურობა. ასევე გასათვალისწინებელია ხარჯთეფექტურობა. მედიკამენტის აღიარება არის პირველი ეტაპი. ეს არ ნიშნავს პროცესის დასრულებას. ხელმისაწვდომი რომ გახდეს კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი. ის ფაქტი რომ პრეპარატი იქნება აღიარებული, არ ნიშნავს, რომ უცბად იქნება შესაძლებელი ადგილზე იყოს ხელმისაწვდომი და იყოს ანაზღაურებული“,-განაცხადა სილვიუ დომენტემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადებით, სახელმწიფომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის  მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„სახელმწიფომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. შექმნა საბჭო, რომელიც განხილავს საკითხს, რომ წამალი იყოს ხელმისაწვდომი, მუშაობენ იმაზეც, თუ როგორ უნდა გახდეს აღიარებული და ხელმისაწვდომი.

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ის, რომ ქვეყანამ დაიწყო მწარმოებელთან მოლაპარაკებები. მკურნალობაში პრეპარატის გარდა არსებობს ქირურგიული ჩარევა, ჰორმონალური მკურნალობა და სხვა საჭიროებების დაკმაყოფილება. ამისთვის,  კი პირველ რიგში პაციენტები უნდა იყვნენ კარგად გამოკვლეულები , იმისთვის რომ  გამოჩნდეს, რა მდგომარეობა, კლინიკური სიტუაცია და აღწერილობა აქვთ მათ“,-განაცხადა სილვიუ დომენტემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics