|
2023-04-26 12:18:46, 1196 ნახვა
საზოგადოება
მოვუწოდებთ პარლამენტს, 31 მაისამდე „მაუწყებლობის შესახებ” კანონი ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს - კოალიცია
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, 2023 წლის 31 მაისამდე „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი მოიყვანოს ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედიის ადვოკატირების კოალიცია ავრცელებს. კოალიცია გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ღონისძიებები საჭიროა, რათა საქართველოს „შემოქმედებითი ევროპის” ნაწილობრივი წევრობა არ შეუწყდეს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი არ შეეშალოს. "მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი დროულად, 2023 წლის 31 მაისამდე, მოიყვანოს ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. გასათვალიწინებელია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის საინფორმაციო საზოგადოების დეპარტამენტის დამოუკიდებელ საექსპერტო დასკვნაში მითითებული ათობით რეკომენდაციები, რათა არ შეექმნას საფრთხე არა მარტო მედიაგარემოსა და კინოინდუსტრიას, არამედ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „მაუწყებლობის შესახებ” კანონში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებულად, დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე მიიღო. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ევროკავშირმა დაინახა დისკუსიების საჭიროება და ვალდებულების შესრულების ვადა 2023 წლის 31 მაისამდე გადაწია, პარლამენტი არ დაელოდა აღნიშნულ საკითხზე ევროპის საბჭოს საექსპერტო შეფასებებს და არ გაიზიარა ტელემაუწყებლების უმრავლესობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი. მედიის ადვოკატირების კოალიციამ კრიტიკულად შეაფასა პარლამენტის მიერ დაჩქარებულად, დაინტერესებული პირების ჩართულობისა და რისკების შეფასების გარეშე ცვლილებების მიღება. 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ კანონის რამდენიმე სფერო არ შეესაბამება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს“. საერთო ჯამში, აღნიშნულია, რომ არსებული კანონი არ შეესაბამება ევროდირექტივას. გარდა ამისა, „არსებობს მთელი რიგი დებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, არღვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლებას). „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა პირდაპირ კავშირშია „შემოქმედებით ევროპაში” საქართველოს წევრობის საკითხთან. „შემოქმედებითი ევროპა” ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც ევროპული კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად შეიქმნა. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნაში მითითებული რეკომენდაციები და 2023 წლის 31 მაისამდე „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი მოიყვანოს ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, რათა საქართველოს არ შეუწყდეს „შემოქმედებითი ევროპის” ნაწილობრივი წევრობა და ხელი არ შეეშალოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას", - ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)