01:49 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 11:28:33, 934 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე პრემიერის ბრიუსელში ვიზიტზე - მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე, რასაც საქართველო ევროინტეგრაციისთვის აკეთებს [ვიდეო]

ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ გაკეთდა მკაფიო განცხადებები, რომლებიც შეეხებოდა იმ პოზიტიურ ნაბიჯებს, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა.

„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მნიშვნელოვან ვიზიტს ბრიუსელში, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, როგორც ევროპულ საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში. მოვისმინეთ მკაფიო განცხადებები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა და ეს ყველამ კარგად იცის. ძალიან ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადაიდგას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

მისივე თქმით, მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები ევროკავშირის გადაწყვეტილებებში აისახება.

ცნობისთვის, 24 აპრილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა. 

გუშინ, 25 აპრილს, მთავრობის მეთაური, ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკას სიპერი - საქართველოს მთავრობა თავის მოსახლეობას აშორებს ევროპისკენ მიმავალი გზისგან, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია
დევიდ მაკალისტერი- ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ სწრაფვით, რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობისკენ კიდევ ერთი გულგრილი ნაბიჯი გადადგა
ევროკომისარი როსვოლი - ევროკავშირი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, შეცვალოს თავისი საზიანო ქმედებები და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ოპოზიციის წევრები
მალგორჟატა გოშევსკა - ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics