09:32 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 09:39:32, 1315 ნახვა

მსოფლიო
პუტინმა საზღვარგარეთ რუსული აქტივების ჩამორთმევის საპასუხო ზომების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საზღვარგარეთ რუსული აქტივების ჩამორთმევის წინააღმდეგ საპასუხო ზომების განხორციელების შესახებ. შესაბამისი განკარგულება რუსული საკანონმდებლო ორგანოს საიტზე უკვე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ „არამეგობრულ ქვეყნებში“ რუსეთის მოქალაქეებს საკუთრებაზე უფლებები შეეზღუდებათ ან ჩამოერთმევათ, ამ ქვეყნების მოქალაქეების იმ საკუთრებებზე, რომელიც რუსეთშია დროებით გარე მენეჯმენტის წესი გავრცელდება.

დოკუმენტის მიხედვითვე, დროებითი მართვა შეიძლება შეეხოს მოძრავ და უძრავ ქონებას, ფასიან ქაღალდებს, აქციებს საწესდებო კაპიტალებში, აგრეთვე ქონებრივ უფლებებს.

„დროებით მართვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება ხორციელდება მისი სარგებლობიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე“,- ნათქვამია განკარგულებაში.

აღსანიშნავია, რომ უცხოური აქტივების სიაში, რომლებიც საზღვარგარეთ რუსული აქტივების ჩამორთმევის გამო რუსეთის ფედერალური ქონების მართვის სააგენტოს მხრიდან დროებით მენეჯმენტს დაექვემდებარება, უკვე შევიდა ორი კომპანია: Fortum (98%-ზე მეტი) და Unipro (83%-ზე მეტი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics